საქინფორმი: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მე-4 მცდელობის ჩავარდნის შემდეგ მიშა ამსტერდამელი ახალ მითითებებს იძლევა - დისტანციურად...
სამართალი
საქინფორმი: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მე-4 მცდელობის ჩავარდნის შემდეგ მიშა ამსტერდამელი ახალ მითითებებს იძლევა - დისტანციურად...

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. თბილისში რუსთაველის გამზირზე 12-დღიანი საპროტესტო აქციის ჩავარდნის შემდეგ, რომელიც, სააკაშვილის გეგმით, მორიგი „ფერადი გადატრიალებით’ უნდა დამთავრებულიყო, საქართველოს უპასპორტო ექსპრეზიდენტმა, რომელიც ნიდერლანდებში სიმამრთან იმყოფება, ხელები არ ჩამოუშვა. როგორც ცოტა ხნის წინ იუწყებოდა საქინფორმი, სააკაშვილმა ხელისუფლებასთან ბრძოლის ახალი სქემა მოიფიქრა - 5 წევრისგან შემდგარი სააგიტაციო უჯრედების შექმნა, რომელთაგან ერთი ხელმძღვანელი იქნება და ყოველ მათგანს ექნება სმარტფონი ჩართული GPS-ით. თუ ნავიგაციის ამ თანამგზავრულ სისტემას არ გავითვალისწინებთ, დანარჩენი - კარგად დავიწყებული ძველია, ანუ ბოლშევიკების რევოლუციური უჯრედების მეთოდი.

გარდა ამისა, თავის ფეისბუქგვერდზე სააკაშვილი „ივანიშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის“ ამჟამინდელ ეტაპზე კომენტარს აკეთებს და ნოუ-ჰაუ შემოაქვს, კერძოდ - საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეებისა და პროკურორების მოწვევა. პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ“.