პარლამენტის წინ დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილია და ერთიც ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება!
საზოგადოება
პარლამენტის წინ დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილია და ერთიც ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება!

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს 6 პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.

აღსანიშნავია, რომ .. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, .. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.