რუსთაველზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები კარვებში შედიან და ერთმანეთს სასმელის გამო უპირისპირდებიან - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი
სამართალი
რუსთაველზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები კარვებში შედიან და ერთმანეთს სასმელის გამო უპირისპირდებიან - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შედიან კარვებში და ერთმანეთს უპირისპირდებიან დასაწოლ ადგილზე, სასმელსა და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არის გაუგებრობა. ჩხუბის ერთ-ერთი ინციდენტის დროს ჩვენ, საპატრულო პოლიცია შევედით კარავში. ერთ-ერთ მოქალაქე, რომელსაც ეცვა სამხედრო ფორმა, განმარტავდა, რა მოხდა ამ ინციდეტის დროს. ჩვ შევეცადეთ, გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ეს მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა გაგვიწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ზუსტად არ ვიცი, რამდენი ადამიანია დაკავებული. აქციის მონაწილეები არიან ეს პირები, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანები. სხვადასხვა მოსაზრება აქვთ, ვერ არკვევენ, რა მიმართულებით უნდა წავიდნენ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ პოლიციის მიერ რამდენიმე პირის დაკავების კომენტირებისას.