სამართალი
სააკაშვილის მეგობარი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს - შსს

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მთავარი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა (სააკაშვილის რეჟიმის ზონდერ-პოლიციელი, რომელიც მის ყველა დანაშაულებრივ დავალებას ასრულებდა) და აქციის კიდევ სამი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირია დაკავებული“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, აქციამდე ზვიად კუპრავა სააკაშვილთან ამსტერდამში გაფრინდა - ინსტრუქციებისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის. დაბრუნების შემდეგ კი სამეგრელოს რეგიონში გაემგზავრა ადგილობრივი მოსახლეობისთვის თბილისში პარლამენტის წინ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე აგიტაციის გასაწევად.