აქტუალური
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისე არავის უყვარს, როგორც მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს! - ედვარდ სნოუდენის სიტყვები დადასტურდა

     საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისე არავის უყვარს, როგორც მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს!“, - ცოტა ხნის წინ განაცხადა CIA-ს და NSA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა.

როგორც ჩანს, მისი სიტყვები საფუძველს მოკლებული არ არის: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ G8-ში რუსეთის დაბრუნების მომხრეა“. ტრამპმა ჟურნალისტებთან ეს განცხადება კანადაში G7-ის სამიტზე გამგზავრების წინ გააკეთა.

2014 წლის მარტში „დიდმა შვიდეულმა“, უკრაინასა და ყირიმში ვითარებასთან დაკავშირებით, ჰააგაში სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ იმავე წლის ივნისში G8-ის სამიტი ბრიუსელში G7 ფორმატში გაიმართება რუსეთის მონაწილეობის გარეშე.