საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ძირითადი საკითხები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესს, გაწეულ სამუშაოსა და მიღებულ შედეგებს შეეხებოდა. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო პერსონალის მართვის ძირითადი სისტემების განვითარება, როგორიცაა რეკრუტირება, განვითარება, შენარჩუნება. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და ადაპტაციის შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე, ნატოს ექსპერტები: ვალერი რატჩევი, კრისტოფერ შტაუდ, ნეის ლუისი, ალექსანდრ ოგოროდნკოვა, მარჩი კოჟიელი, "იატა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლუკა მგელაძე.