აქტუალური
მაკრონმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი სოსისს შეადარა, რომელსაც აღარ შეჭამ, თუ მისი შიგთავსი გეცოდინება

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარი გასულ კვირას შედგა და, როგორც თავად ემანუელ მაკრონმა თქვა, „საშინელი“ გამოვიდა. მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალების მოყოლაზე უარი თქვა და მოიხმო ციტატა, რომელსაც გერმანიის კანცლერ ოტო ფონ ბისმარკს მიაწერენ: „ჩვენ რომ ადამიანებისთვის გვეთქვა, რისგან ამზადებენ სოსისებს, საეჭვოა, მათი ჭამა მოენდომებინათ. ამიტომ მომწონს, როცა კერძს უკვე მომზადებულს ხედავენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ სამზარეულო კომენტარები მასზე შეკვეთებს გაზრდიდა ან მადას გააუმჯობესებდა“.

ამბობენ, რომ ფრანგმა ლიდერმა თეთრი სახლის პატრონის პოლიტიკა გააკრიტიკა, რაზეც პასუხად უსიამოვნო სიტყვების ულუფა მიიღო. პრესას მაკრონმა ასე უპასუხა: „არასოდეს ვამჟღავნებ, რა ხდება დახურულ კარს მიღმა. იმიტომ რომ, როგორც ბისმარკმა თქვა, თუ ადამიანებს სოსისების რეცეპტს გავუმხელთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ ჭამას გააგრძელებენ“.
როგორც იტყვიან, წერტილი და ხელმოწერა: ემანუელ მაკრონი, ფრანგი სახელმწიფო მოღვაწე.

თეთრმა სახლმა მაკრონის ხუმრობას, როგორც ყოველთვის, ვრცლად და ხუმრობის გარეშე უპასუხა. იქ თქვეს, რომ ტრამპი და მაკრონი ვაჭრობაზე და მიგრაციაზე ლაპარაკობდნენ და რომ მაკრონს გულითადი საუბრის იმედი ტყუილად ჰქონდა - ტრამპი კრიტიკას ვერ იტანს. ვერც ხუმრობას. და საერთოდ, კარგია, რომ საუბარი სატელეფონო იყო...