აქტუალური
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ საქართველო ავღანეთში ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ როგორ გადაუხდის ამისთვის მადლობას ნატო - არ იცის...

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ნატოს მოკავშირეები ივლისის სამიტზე საქათველოს მიერ გატარებულ რეფორმებს აუცილებლად შეაფასებენ. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში 7 ივნისს დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველო პარასკევს წარმოდგენილი იქნება ავღანეთის მისიის შესახებ დაგეგმილ შეხვედრაზე. მადლობა საქართველოს, რომ ის  არის ნატოს პარტნიორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაშიდარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები გამოძებნიან გზას, რომლითაც დაფასდება საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები როგორც შეიარაღებულ ძალებში, ისე კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში და კორუფციასთან ბრძოლაში. მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, როგორ მოხდება ეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ამას აუცილებლად გააკეთებენ ივლისის სამიტზე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.