აქტუალური
ყველაფერი უცვლელად რჩება, აქციები გაგრძელდება - სარალიძემ, რომელმაც სააკაშვილისგან ინსტრუქციები მიიღო, მთავრობას ვადა 10 ივნისამდე მისცა

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც სააკაშვილისა და მისი პარტია „ნაცმოძრაობის“ ხელში მძევლად იქცა და რომელიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებს, მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა ჩამოიშალოს“, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას ვადა 10 ივნისამდე აქვს.

აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი; ვინც დანაშაული ჩაიდინა; რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა; რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა; ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს; ვინ მფარველობდა გენპროკურორს და აბსოლუტურად ყველა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, ის დააკვირდება ამ დღეების განმავლობაში, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება, თუმცა ამის პარალელურად აქციები კვლავ გაგრძელდება.

შევხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს 10 ივნისამდე ამ დღეების განმავლობაში. მე არც სახლში ვაპირებ წასვლას. იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც და ბოლომდეც. რა თქმა უნდა, პარალელურად აქციები გაგრძელდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, თუ რა საბოლოო სიტყვა უთხრა პრემიერმა მას, როგორც სარალიძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გადადგება თუ არა თანამდებობიდან.

საბოლოო სიტყვა ის მითხრა, მე გადავდგები თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, აქედანვე მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელიც სააკაშვილის საქართველოში არყოფნისას არა მარტო „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერების მითითებებს ასრულებს, არამედ სააკაშვილისგან ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო. საქინფორმის ინფორმაციით, ფულიანი კონვერტის გადაცემის მომენტი ვიდეოზეც კია დაფიქსირებული. საქინფორმის მეორე სანდო წყაროს ინფორმაციით, ასევე ცნობილი გახდა, რომ სარალიძეების ოჯახი ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობს. თავად ზაზა სარალიძე უმუშევარია და იმ ფულით ირჩენდა თავს, რომელსაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მეუღლე უგზავნიდა.

ზაზა სარალიძის შეხვედრას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ზაზა სარალიძის მეუღლე ესწრებოდნენ.