აქტუალური
კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე დაგვლოცა, ჩემი გვარი და ოჯახი დალოცა და დღეგრძელობა გვისურვა! - დავით დადუნაშვილი

    საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის მამამ დავით დადუნაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - ხომ არ დაუფიქსირებია პატრიარქს თავისი მოსაზრება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით? - დავით დადუნაშვილმა განაცხადა, რომ უწმინდესს პოზიცია არ გამოუთქვამს.

უბრალოდ, ჩემი ოჯახი დალოცა და მისი მოსაზრება ის არის, რომ სიმშვიდისკენ მომიწოდა მეც და ზაზასა“, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, ლევან დადუნაშვილის მამის თქმით, შეხვედრა საპატრიარქოს ინიციატივა იყო. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ერთი საათით ადრე კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.