თეთრ სახლში ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის მზადება დაიწყეს - The Wall Street Journal
უცხოეთი
თეთრ სახლში ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის მზადება დაიწყეს - The Wall Street Journal

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. 12 ივნისის სინგაპურის სამიტი კვლავ ძალაშია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება.

განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კიმ ჩენ ინის მარჯვენა ხელის მიღების შემდეგ გააკეთა.

დიპლომატმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გადასცა, რომელსაც ტრამპმა "ძალიან საინტერესო" უწოდა.

მისივე თქით, სამიტზე კორეის ომის ოფიციალურად დასრულების საკითხს განიხილავენ, თუმცა, ტრამპის შეფასებით, ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას პირველივე მოლაპარაკებაზე შესაძლოა, ვერ მიაღწიონ.

პარალელურად, უოლ სტრით ჯორნალი წერს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის მზადება დაიწყეს. სამიტის ადგილი და დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

rustavi2.ge