უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მზად არის, რუსეთის საზღვარზე კონტროლი დააწესოს

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო, მოსკოვს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მზად არის, რუსეთის საზღვარზე კონტროლი დააწესოს.

განცხადება ბელარუსის ლიდერმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე ვიზიტის დროს გააკეთა.

ლუკაშენკოს თქმით, რუსებს თავად არ ესმით, რა სურთ. ამიტომ ბელარუსის ლიდერი მოუწოდებს ოფიციალურ მოსკოვს, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე მესაზღვრეების ყოფნის ფორმატზე ჩამოყალიბდეს.

ლუკაშენკო იმასაც აცხადებს, რომ მზად არის საზღვრის დასაკეტად თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას რუსეთის ხელისუფლება მიიღებს.

რუსეთისგან განსხვავებით, ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე ბელარუსს საზღვრის დაცვის სამსახურის მუდმივი დანაყოფი არ ჰყავს.

rustavi2.ge