სამართალი
აშშ-ის სამხედროები სირიის ტერიტორიას დატოვებენ, ჩვენ კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აღვადგენთ! - ბაშარ ასადი

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის შეირაღებული ძალები სირიის ტერიტორიას დატოვებენ – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა განაცხადა. ბაშარ ასადის თქმით, აშშ-ის სამხედროები ერაყის მაგალითზე გაკვეთილს ისწავლიან, სირიის ხელისუფლება კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აღადგენს, რომელსაც ამჟამად ამერიკელები და ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალები“ იკავებენ.

სირიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ მოლაპარაკებებისთვის კარი გააღო.

სირიის დემოკრატიული ძალები“, რომლის შემადგენლობაშიც უმთავრესად ქურთული ჯგუფები შედიან, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს. ეს არის პირველი ვარიანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ. ამერიკელები გავლენ. ისინი გასვლას აპირებენ, – განაცხადა ასადმა.