პოლიტიკა
REGNUM: საქართველომ ჯერჯერობით ვერ შეძლო ჩინურ პროექტთან „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ მიერთება

     საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის მდგომარეობა სანუგეშო არ არის: ამ ქვეყნის გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა საგრძნობლად მცირდება. მაგალითად, თუკი 2011 წელს ტრანსპორტის ყველა სახით 71,1 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2017 წლის შედეგებით - მხოლოდ 41,5 მილიონი. ვითარება ИА REGNUM-ის ავტორმა ანდრო მალკინმა გამოიკვლია.

საქართველოს იმედები ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან ევროპაში ტვირთების ტრანზიტზე არ გამართლდა, ჯერჯერობით ჩინეთიდან ტრანზიტით მხოლოდ ერთმა სატვირთო მატარებელმა გაიარა - ეს 2015 წელს მოხდა. ქართველი ექსპერტების აზრით, მიზეზი ჩინეთისთვის ამგვარი გზის არახელსაყრელობაა. მათ უფრო მიმზიდველად საქართველოს ჩრდილოეთით და სამხრეთით გამავალი მიმართულებები მიაჩნიათ. პროექტთან „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ მიერთების მოლოდინი მოცემულ მომენტში არ გამართლდა.

ამასთან, რუსეთის ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად საქართველოს გადაქცევის განზრახვა დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე არსებობდა, ევროკავშირი საქართველოს ამ გზაზე მხარდაჭერას უწევდა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ისევე, როგორც გარღვევად არ იქცა ახალი რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობა, რომელიც ჯერ საერთოდ ტესტურ რეჟიმში მუშაობს, ხოლო მის მუშა რეჟიმზე გადაყვანის და რეალური ტვირთების გადატანის დაწყების შესახებ (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა საცდელმა მატარებელმა გაიარა) არაფერს იუწყებიან.