საზოგადოება
IRI: საქართველოს მოსახლეობის 76% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, ხოლო 52% - საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული პოლიტიკის წინააღმდეგია

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა - 76% - მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. ასეთია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

იმას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს პროდასავლური და ორიენტირებული იყოს მხოლოდ ევროკავშირზე, მხარს უჭერს რესპონდენტების 27%, ხოლო იმას, რომ კურსი იყოს პროდასავლური, მაგრამ, ამავე დროს, ორიენტირებული რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე - 50%.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობებს (კრიტიკულს და იზოლაციურს - საქინფორმი) დადებითად აფასებს გამოკითხულთა 36%, ხოლო ნეგატიურად — 52%. ამგვარად, მაჩვენებლები 2017 წლის შემდეგ არსებითად შეიცვალა - მაშინ უარყოფითი ურთიერთობებით კმაყოფილი იყო 54%, ხოლო უკმაყოფილო - 35%.

IRI- კვლევის ფარგლებში 2018 წლის 10-დან 22 აპრილამდე გამოიკითხა საქართველოს 1,5 ათასი მცხოვრები (18 წელს ზევით). ცდომილებაა დაახლოებით 2,5%.