საზოგადოება
ეს მხოლოდ დასაწყისია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან - კონსტანტინე კოსაჩოვი

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი სირიის მთავრობის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დადებითი პროცესის დაწყებად აფასებს.

რუსეთი ამ პროცესში არ ჩარეულა. სირიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, რაც სირიისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის არსებულმა ურთიერთობებმა განაპირობა. დარწმუნებული ვარ, ეს დასაწყისია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან“, – განაცხადა კოსაჩოვმა და დასძინა, რომ მხარეები საელჩოების გახსნასაც გეგმავენ.