პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთი არასდროს არსებობდა, ეს კომუნისტების გამოგონილია – საქართველოს ელჩი გაეროში კახა იმნაძე ან უვიცია, ან მატყუარა! - საქინფორმი

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. „ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებით და წაქეზებით გადადგა. მინდა, აღვნიშნო, რომ ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ეთნიკურ წმენდას, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთი ხშირად საუბრობს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მინდა, შევახსენო მათ, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ეს ნამდვილად იყო თვითგამორკვევა. თვითგამორკვევა ნამდვილად არ არის ის, როდესაც შენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტს გადაასახლებ და დარჩენილებთან თოფის ლულის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებ, შემდეგ კი ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მოითხოვ თვითგამორკვევას. ასევე საოცარია, როდესაც ამ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები ითხოვენ ინტეგრაციას სხვა სახელმწიფოსთან. ეს არ არის თვითგამორკვევა. ეს არის მანიპულაცია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივია, შევხედოთ გეოგრაფიას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს არის კავკასიის მთები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არსებობდა. ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო. ყველაფერი დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია, როდესაც მათ დაიპყრეს საქართველო. მინდა, ასევე ვთქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ოკუპაციაც გრძელდება.

რუსეთი აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსი უშიშროების ოფიცერი. მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამ რეგიონებში და აკონტროლებს მათ საჰაერო სივრცეს.

რუსეთი აგრძელებს საფორტიფიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას საოკუპაციო ზოლთან, ამონტაჟებს მავთულხლართებსა და სხვა ბარიერებს. ის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადგილი აქვს ეთნიკური ქართველების დაკავებისა და მკველელობის ფაქტებს. ბოლო ფაქტი მოხდა ახლახანს, როდესაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, ის იდუმალებით მოცულ პირობებში გარდაიცვალა და მისი სხეული მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადმოგვცეს. ერთი წლის წინ კი კამერებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ დაედევნა აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს და მოკლა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან”, - ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს ელჩმა გაეროში კახა იმნაძემ სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ ვაი-დიპლომატი კახა იმნაძე გახლავთ ყოფილი პრესმდივანი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ყოფილი პირველი მდივნის, კომუნისტი ედუარდ შევარდნაძისა, რომელმაც სამხედრო პუტჩის გზით დაამხო საქართველოს კანონიერი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სწორედ გამსახურდიამ, და არა შევარდნაძემ, 1991 წელს დააბრუნა საქართველოს კონსტიტუციაში ტერმინი „სამაჩაბლო“ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ნაცვლად. ხოლო 2005 წელს სქართველოს პროდასავლურმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხმარებაში შემოიღო ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ტერმინ „სამაჩაბლოს“ ნაცვლად: სანამ ხელისუფლებაში მე მოვიდოდი, ქართულ პოლიტიკაში ითვლებოდა, რომ ტერმინსამხრეთ ოსეთისგამოყენება სრული თვითმკვლელობაა! პირველად მე გამოვიყენე ეს ტერმინი, პირველად მე შევთავაზე ღიად ოსებს ავტონომია, თუმცა ამაზე მინიშნებაც კი სახიფათო იყო, ან ითვლებოდა, რომ ეს სახიფათოა!“ - ტრაბახობს სააკაშვილი სოფიკო შევარდნაძესთან და ვიტალი დიმარსკისთან ინტერვიუში „ეხო მოსკვიზე“ 2007 წლის იანვარში. საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ელჩი გაეროში კახა იმნაძე ან უვიცია, ან მატყუარა!

საქინფორმი