პოლიტიკა
დღეს საქართველოს ჰყავს მომხრეები, რომლებმაც იციან, რა მოხდა ოსეთში, მაგრამ არ სურთ, სააკაშვილი ციხეში ჩაჯდეს! - ანატოლი ბიბილოვი

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენი აზრით, როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება საქართველოსთან ურთიერთობაში იქ არჩევნების ჩატარების შემდეგ? დიალოგი შესაძლებელია? - ბიბილოვმა, კერძოდ, უპასუხა:

„პერსპექტივებს ვერ ვხედავ. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობისთვის, მოლაპარაკებებისთვის. ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან პირდაპირ სურს საუბარი, რასაც, სხვათაშორის, რუსეთი ყოველთვის დაჟინებით ამბობს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ პირდაპირი ურთიერთობისთვის, მაგრამ არის პირობები, რომლებსაც ვაყენებთ. ჯერ ერთი, საქართველომ ოფიციალურად უნდა აღიაროს, რომ სინამდვილეში საქართველო დაესხა თავს ოსეთს. საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც ჩაიდინა და ამ აგრესიაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ: ან საქართველოს შიდა სასამართლოთი, ან საერთაშორისო ტრიბუნალით. საქართველო ვალდებულია, ეს ნაბიჯები გადადგას, იმიტომ რომ ის ხალხს ანადგურებდა, ამაზე კი პასუხისგებაა საჭირო. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს მომხრეები, რომლებმაც იციან, რა მოხდა ოსეთში, მაგრამ არ სურთ, იგივე სააკაშვილი ციხეში ჩაჯდეს“.