დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული - ირაკლი მამალაძე
აქტუალური
დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული - ირაკლი მამალაძე

     საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე პროკურატურას და საპატრიარქოს სამი შეკითხვით მიმართავს.

მამალაძე ინტერესდება, რატომ გაიქცა ქვეყნიდან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც მისი თქმით, დეკანოზი მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული.

ირაკლი მამალაძე ეჭვობს, რომ ამ სამივე პიროვნებას საპატრიარქოში საერთო მფარველი ჰყავს, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

გიორგი მამალაძე დონეცკის ოლქში ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც შემჩნეული იყო მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში. დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი მას სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად და კეთილი საქმისთვის. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს. მამა გიორგის კარიერული წინსვლა ამ ინცინდენტის შემდეგ თავბრუდამხვევად მოხდა და ის უცბად გადმოიყვანეს თბილისში, მეორე ჯვარი მისცეს და ..

რა თქმა უნდა, ეს ადამიანი, როგორც ჩანს, ვიღაცასთან იყო ვალში და სწორედ ამ ვალის სანაცვლოდ ასრულებდა იმ ძალიან მძიმე დანაშაულს, რომელშიც იქნა მხილებული. გამოიკვლიოს ეს საპატრიარქომ. დეკანოზი ავიწროებდა არასრულწლოვანს, რომლის მამამაც დაწვა შემდეგ მისი ავტომობილი დონეცკში და ეს ცნობილი ფაქტია. ამის შესახებ საბუთები დევს იმ ეკლესიაში და აქვს უკრაინის საპატრიარქოს“, - აცხადებს ირაკლი მამალაძე.

მას ასევე აინტერესებს, რატომ მუშაობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორ საკვანძო თანამდებობაზე - საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოში, ასევე საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კლინიკის ხელმძღვანელად.

მისი თქმით, ამ ფაქტების გამოძიების შემდგომ საზოგადოებას დეკანოზის პიროვნების შესახებ სრული სურათი შეექმნება. როგორც ირაკლი მამალაძე ამბობს, ის საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ოფიციალურადაც მიმართავს.