უცხოეთი
პუტინი: ჩრდილოეთ კორეის სრულ დენუკლეარიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ფხენიანისთვისსუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში

     საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის სრულ დენუკლეარიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ფხენიანისთვის სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემის შემთხვევაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მედიასაშუალებების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ნებისმიერი დონის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას რუსეთისთვის დიდი პრაქტიკული ღირებულება აქვს.

„როგორია ამაში რუსეთის როლი? ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მეზობლები ვართ და ჩვენთვის, აშშ-ისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გადაწყვეტა დიდი პრაქტიკული ღირებულების მქონეა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ პოლიგონი, რომელზეც ტარდებოდა ბირთვული იარაღის გამოცდა, რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 190 კილომეტრში მდებარეობს.

„ჩვენთვის ამას პრაქტიკული განზომილება აქვს. მით უმეტეს, როდესაც სიტუაცია ომისა და მშვიდობის ზღვარზეა. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ საკითხის მოგვარებაში და ყველანაირად ვეცდებით, ამას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge