საზოგადოება
ჩვენ გვაქვს კითხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ წარმომადგენელთან, ბატონ უტიაშვილთან – რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ ჩანაწერების წარმოდგენას? - მაიკლ სვეინსტონი

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკ სვენსონმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირ მოსმენაზე წარდგა. თავის სიტყვაში რუსეთის სახელმწიფოს ადვოკატმა განაცხადა, რომ ქართული მხარის მტკიცება, თითქოს ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო, ტყუილია.
საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ ცხინვალზე თავდასხმა რუსეთის ინტერვენციაზე პასუხი იყო. ამ შემთხვევაში საქართველო ეყრდნობოდა როკის გვირაბთან დისლოცირებული მესაზღვრეების სატელეფონო ჩანაწერებს. თუმცა, ეს აზრს მოკლებული ტყუილია. ამის დასაბუთება იოლია, რადგან საქართველომ ინტერვენციის არგუმენტი ცხინვალზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში მოიყვანა. ჩვენ გვაქვს კითხვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ წარმომადგენელთან, ბატონ უტიაშვილთანრატომ დასჭირდა ამდენი დრო ამ ჩანაწერების წარმოდგენას? მან ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ ჩანაწერები, უბრალოდ, დაიკარგა. სინამდვილეში ყველასთვის ნათელია, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი“, – განაცხადა სვეინსტონმა.