საზოგადოება
საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა უპრეცედენტო პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც იყო, საზოგადოების ყურადღება საქართველოს აგრესიიდან რუსეთზე გადაეტანა - მაიკ სვეინსტონი

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკ სვენსონმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირ მოსმენაზე წარდგა. მაიკ სვენსონის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საფრთხის წინაშე დგას, რომ საქართველოს მიერ გავრცელებული პროპაგანდა მტკიცებულებად არ ჩაითვალოს.

ნათელი ფაქტია, რომ საქართველომ განახორციელა შეტევა ცხინვალზექალაქზე, რომლის მოსახლეობასაც ეძინა. ის ასევე დაესხა თავს რუს მშვიდობისმყოფელებსა და რუსეთის მოქალაქეებს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უპასუხა ამ შეტევას, რისი უფლებაც ჰქონდა, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა უპრეცედენტო პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის მიზანიც იყო, საზოგადოების ყურადღება საქართველოს აგრესიიდან რუსეთზე გადაეტნა. მათ რუსეთი დაუნდობელ დამპყრობლად გამოაცხადეს. ახლა, ამ სასამართლოზე საქართველო ამავე პროპაგანდის მტკიცებულებად გასაღებას ცდილობს“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა.