აქტუალური
საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ, ამიტომ აქ შესაძლებელია, ნატოში წევრობისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს „გადავახტეთ“ - დალია გრიბაუსკაიტე

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. „თუ იქნება შეთანხმება და აუცილებლობა, მაშინ ნატოში წევრობისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს შეიძლება გადავახტეთ ანუ პროცესი დაჩქარდეს, - ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, - მინდა გითხრათ, რომ არ სე მნიშვნელოვანია, რას დავარქმევთ თითოეულ ნაბიჯს. მთავარია ჩვენ შორის ნდობა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, რაც ნატოს წესდებაში წერია. პრაქტიკულად იგივე მოთხოვნები, რაც საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ამას დამატებული სამხედრო თანამშრომლობა.

მოთხოვნები და ღირებულებები მსგავსია. საქართველო ნატოსთან უკვე ახლოსა. თქვენი ქვეყანა მონაწილებს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, ჩვენი სამხედროები ერთმანეთს კარგად იცნობენ, მჭიდროა სამხედრო თანამშრომლობა. ეს არის საუკეთესო საფუძველი მომავალში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც ევროკავშირში, ნატოში ტექნიკური მომზადება და პოლიტიკური გადაწყვეტილება განსხვავდება ერთმანეთისგან. საჭიროა, რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გადაკვეთა მოხდეს და აუცილებელია კონსენსუსი, რაც ჯერ არ არის“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

პრობლემაა ის, რომ ნატო ახლა ძალიან დაკავებულია. დაკავებულია და დატვირთული უსაფრთხოების საერთაშორისო ელემენტებით, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებით, აშშ- ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი პრიორიტეტული საკითხია, რაც დღის წესრიგს შეადგენს. მნიშვნელოვანია ნატოს რეფორმა. ნატო უნდა იყოს უფრო ეფექტიანი, სწრაფი და უფრო თავდაცვითი, ვიდრე აქამდე. რუსეთის აგრესიული ნაბიჯების და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ფონზე აუცილებელია, ნატო მოვამზადოთ იმისათვის, რომ უფრო ეფექტიანი იყოს. ამიტომაა, რომ გაფართოება ამ პრიორიტეტების უკან დგას. მიზეზია გეოპოლიტიკური ვითარება და პოლიტიკური ნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. ვამბობთ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს და საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.