აქტუალური
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ქალბატონ ნინო ნინუას ღირსების ორდენი გადასცა

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. 1941 წელს სამხედრო კომისარიატმა 23 წლის მედიკოსი ნინო ნინუა პირდაპირ ფრონტის ხაზზე გააგზავნა და ომის დასრულებამდე იგი სამშობლოში არ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიმდინარე წლის 9 მაისს ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ღირსების ორდენები ასევე გადასცეს თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს: აშოტ არუთინიანს, ხაჟიკ ეფრიკიანს, ევდოკია კლიმოვას, რუსუდან მღებრიშვილს, გიორგი სრაპიონიანს.