საზოგადოება
ავიაბილეთების გაიაფებას ეწინააღმდეგება თურქული კომპანია, რომელიც თბილისის აეროპორტს მართავს! - თამაზ გაიაშვილი

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანიასთან - “ტავ ჯორჯიასთან” დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ არ სურთ, ავიაბილეთები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ჯერ კიდევ შარშანტავ ჯორჯიასთანგველაპარაკა ამ თემებზე, რომ ვაპირებთ რეისების ზრდას 60%-ით, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ბილეთების ფასები იყოს დაბალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. წელიწადზე მეტია, ვეხვეწები, რომ დავსხდეთ სალაპარაკოდ, ვერაფრით თურქები ვერ დავსვი სალაპარაკოდ, იმიტომ რომ მათ არ სურთ ლაპარაკი, არ სურთ ქართული მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოცხადება, დღემდე ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მაღალი შემოსავალი მიიღონ. მე არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მაღალ შემოსავალს მაღალი მომსახურების დონე ჭირდება, მაგრამ საამისო არაფერი გაკეთებულა”, – ამის შესახებ თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში ილაპარაკა.