პოლიტიკა
საქინფორმმა გამოჰყო 7 მთავარი გზავნილი მაიკ პომპეოს განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომლის შესახებ საქინფორმი იუწყებოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მისი შემაჯამებელი განცხადების ტექსტი გამოქვეყნდა, რომლის მთავარი გზავნილებია:

- ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა კვლავ მტკიცეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც;

- აშშ საქართველოს გვერდით დგას და ამაყობს მასთან სტრატეგიული თანამშრომლობით;

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების პროცესს;

- ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

- ძლიერი ეკონომიკა და ღია საზოგადოება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ საფუძველს წარმოადგენს;

- კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულ ხელისუფლებას ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;

- საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია. აშშ და საქართველო უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობენ.