აქტუალური
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახი კალაძე იტალიური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის განათების სისტემის ენერგოეფექტიან სანათებით ჩანაცვლების პერსპექტივები განიხილეს.

კახ კალაძის განმარტებით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დედაქალაქში თანამედროვე ენერგოეფექტიანი განათების დანერგვაზე. მისი თქმით, ელექტროენერგიისა და მასზე გაწეული ხარჯების დაზოგვის გარდა, ეს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მერების შეთანხმების შესრულების წინაპირობაა.