მურატ ჯიოევი: მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ
სამართალი
მურატ ჯიოევი: მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. “მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ”, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, იუწყება Sputnik.

ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი იმ შემთხვევაზე, როდესაც 6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს სოფელ აძისარის (აძვისთავის) მახლობლად მდებარე ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება სურდათ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს დაუშვებელია, ვინაიდან ეს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაა. ჩვენ განვუმარტეთ საქართველოში ეუთო- სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ქმედებები პროვოკაციად უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ჯიოევმა.