რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში მღვდელმსახურს აგზავნის, რასაც საქინფორმი ჯერ კიდევ 2015 წლის 6 მაისს ითხოვდა

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. 2015 წლის 6 მაისს საქინფორმის პუბლიკაციაში “რატომ დაიწყეს ღვთისმსახურების აღვლენა ქართულ ენაზე თბილისში მოქმედ ორად-ორ რუსულ ეკლესიაში? სადაა ჩვენი ტოლერანტობა?!” - საქინფორმი ეკითხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ბიძინა ივანიშვილს“, კერძოდ, ნათქვამი იყო:

საქინფორმი, სარგებლობს რა შემთხვევით და ასრულებს თბილისში მოქმედი ორი რუსული ეკლესიის - წმინდა ალექსანდრე ნეველისა (სადაც ღვთისკენ და საპატრიარქო ტახტისკენ სავალ გზას ილია მეორე შეუდგა) და წმინდა მოციქულისა და ევანგელისტი იოანე ღვთისმეტყველის - მრევლის დაჟინებულ თხოვნას, კითხვას სვამს საქართველოში ტოლერანტობის თაობაზე:

რატომ
დაიწყეს ზემოაღნიშნულ ტაძრებში ღვთისმსახურების აღვლენა ქართულ ენაზე და მხოლოდ სახარების ფრაგმენტებს კითხულობენ დამტვრეული რუსულით? რის შედეგადაც ამ ეკლესიების ოდესღაც მრავალრიცხოვან რუსულენოვან მრევლს სახლში ლოცვა უწევს, რადგან არ აქვთ საშუალება, ღვთის სიტყვა მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ? და რატომ შეცვალეს ამ ტაძრების ღვთისმსახურები ადგილობრივი მღვდლებით, რომლებიც უაღრესად ცუდად ფლობენ რუსულ ენას? მადლობა ღმერთს, საქართველოში ქართველებს აქვთ ლოცვისთვის ადგილი - ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქისა და ივანიშვილის წყალობით, ასობით ახალი და აღდგენილი ქართული ეკლესია გვაქვს! დედაქალაქის ორ უძველეს რუსულ ეკლესიაში კი, „ბილინგვურიღვთისმსახურების გამო, ლიტურგიის დროც ორჯერ გახანგრძლივდა - 2.5-3 საათიდან 5-6 საათამდე...“.

და აი, გუშინ რუსეთის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლის მსახურებისთვის დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი მოავლინოს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა დაადგინეს, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლის მსახურებისთვის მიავლინოს დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი; დაევალოს მას, აუცილებელ შემთხვევებში, ასევე, წარმოადგინოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია", - ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის მღვდელმსახურთა გაცვლა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შეთანხმების საფუძველზე ხდება. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოსკოვში დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი წარმოადგენს. მოსკოვში ქართულ და რუსულ ენებზე ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღევლინება.