უცხოეთი
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი -იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს რეზოლუციების დარღვევაა

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ჩვენ თავს ვგრძნობთ, როგორც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებულ ბნელ დღეებში – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით განაცხდა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, იერუსალიმში საელჩოს გადატანით, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლი დაკარგა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა კიდევ ერთხელ აპროტესტებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, იერუსალიმში საელჩოს გადატანა კი საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს რეზოლუციების დარღვევაა.
ერდოღანმა საერთაშორისო საზოგადოებას ისრაელის მზარდი აგრესიის შესაჩერებლად დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდა.

1tv.ge