აქტუალური
ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით! - სააკაშვილი

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მე-5 ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას საკუთარ Facebook-გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და რუსთავი 2“-ის გამო, რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლი და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "transparency international"-ის გამოკითხვა ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ჩემი დაბრუნება.
ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად, ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით. ასე რომ, ივანიშვილს სწორად ეშინია - მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში ნამდვილად არ დავტოვებ!" - წერს სააკაშვილი.