უცხოეთი
ავიგდორ ლიბერმანი- ისრაელმა სირიაში თითქმის ყველა ირანული ბაზა გაანადგურა, ეს მკაფიო გზავნილია ჩვენგან

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა გოლანის მაღლობებიდან განხორციელებული იერიშის შედეგად, სირიის ტერიტორიაზე განლაგებული თითქმის ყველა ირანული სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ისტორიის ეს თავი დასრულდა და ყველამ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენგან.“ – განაცხადა ლიბერმანმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის მიზანი რეგიონში ვითარების ესკალაცია არ არის.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიზანი სირიაში შექმნილი ვითარების ესკალაცია არ არის, თუმცა ირანის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ შევეგუებით“, – აღნიშნა ავიგდორ ლიბერმანმა.

1tv.ge