აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ახალი სიმღერა გაავრცელა (ვიდეო)

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი პარტია ქართული ოცნების ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ახალ სიმღერას ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).
სიმღერის ტექსტი კრიტიკულია თანამდებობის პირების, ეკლესიაში არსებული ვითარების მიმართ. ასევე, სიმღერის ავტორი მსმენელს ე.წ. ჩადების თემას ახსენებს.
სიმღერის ავტორი ამბობს, რომ სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, წყენა უნდა დაივიწყონ და საერთო მტერს ერთად დაუპირისპირდნენ.
პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება.