სად დაბინავდება საქართველოს ახალი პრეზიდენტი? - საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სააკაშვილის ავლაბრის სასახლის ირგვლივ ვნებათაღელვა ახალი ძალებს იკრებს
საზოგადოება
სად დაბინავდება საქართველოს ახალი პრეზიდენტი? - საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სააკაშვილის ავლაბრის სასახლის ირგვლივ ვნებათაღელვა ახალი ძალებს იკრებს

     საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახალი პრეზიდენტი ახალ გარემონტებულ ოფისში უნდა შევიდეს. მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და პრეზიდენტის აპარატი მობილური იყოს.
მგონია, რომ პრეზიდენტი ახალ გარემონტებულ ოფისში უნდა შევიდეს. ძველი პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ რაოდენობა იმ ხალხის, რომელიც მუშაობდა და ამოცანები, რომელიც მის წინაშე იდგა, მოითხოვდა აუცილებლად იმ შენობის ფართს, რომელსაც წინა დღეს უწოდებდაბოროტების სათავესდაბოროტების ბუდეს“, მაგრამ არც რაოდენობრივად, არც ფინანსურად, არათუ სააკაშვილს ხარჯები არ შეუმცირებია, არამედ გარკვეულწილად გაზარდა, ყოველ შემთხვევაში, შემცირებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის აპარატი კომპაქტური და მაღალი დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული უნდა იყოს.
პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას, – ეთანხმება მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე - გამარჯვების შემთხვევაში, უნდა შევიდეს თუ არაქართული ოცნებისპრეზიდენტობის კანდიდატი ავლაბრის სასახლეში - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საერთო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
ამ კონსულტაციებში უნდა იყოს ჩართული მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ ზოგადი პრინციპების საფუძველზე. პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქინფორმი ვარაუდობს, რომ ა.წ. ოქტომბერში არჩეული საქართველოს პრეზიდენტი (რომლის უფლებამოსილებები საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მნიშვნელოვნად შეკვეცილია, როგორც უნდა იყოს კიდეც საპარლამენტო რესპუბლიკაში) დიდი ხნის წინ გარემონტებულ შენობაში გადავა თბილისის ცენტრში, ათონელის N10-ში - საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ხოლო მიშა სააკაშვილის ავლაბრის სასახლე, რომლის მინის გუმბათის ქვეშ საქართველოს ექსპრეზიდენტს თავის ფავორიტ ქალებთან ორგიების მოწყობა უყვარდა და რომელიც ქართველ გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა, ან გაიყიდება, ან, რაც უფრო სავარაუდოა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.