ერთი პოლიტიკოსი - პრეზიდენტი მარგველაშვილი - 200 თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსით და 700-მდე თანამშრომლით! - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
ერთი პოლიტიკოსი - პრეზიდენტი მარგველაშვილი - 200 თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსით და 700-მდე თანამშრომლით! - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, მიჰბაძოს პარლამენტს თანხის ისე ხარჯვაში, როგორც საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს შეეფერება.
სამწუხაროდ, ეს მისიაც ვერ შეასრულა გიორგი მარგველაშვილმა. ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის ის განუზომელი ხარჯები, რომელსაც გასწევს გიორგი მარგველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში და ამ ხარჯების გაწევა არსებითად არის მიმართული იქითკენ, რომ ფუფუნება შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტმა, რაც ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.
მან მაგალითად 2016 წლის სტატისტიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წელს წლის განმავლობაში საგარეო მივლინებებზე იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე საქართველოს პარლამენტმა.
წარმოიდგინეთ, ერთი პოლიტიკოსი 200-მდე მოხელით, თანამშრომლით ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე საქართველოს პარლამენტი 150 პოლიტიკოსით და 700-მდე თანამშრომლით. დავინტერესდი, როგორ შეიძლებოდა, ასეთი მაჩვენებელი მიეღო გიორგი მარგველაშვილს, როგორ შეიძლებოდა, ასე გაზრდილიყო მისი მივლინების ხარჯები. დავინტერესდი და ვნახე, რომ, მაგალითად, სასტუმროში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში, ევროპაში, სხვა ქვეყნებში ხარჯავს დაახლოებით 5-ჯერ, 6-ჯერ, ზოგჯერ 7-ჯერ მეტს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე ან ნებისმიერი დეპუტატი. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი და მიუღებელი, მით უმეტეს, იმ სოციალური ფონის და ეკონომიკური რესურსების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო სამაგალითო ადამიანი საზოგადოებისთვის, თუმცა ეს მისია ვერ შეასრულა“, – განაცხადა კობახიძემ.
„მე მინდა, მას ვურჩიო, მიჰბაძოს საქართველოს პარლამენტს ფულის ისე ხარჯვაში, როგორც ეს შეეფერება ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანას და იმ საზოგადოებას, რომელიც არის საქართველოშიმიჰბაძეთ საქართველოს პარლამენტს“, – მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს.