სამართალი
თეა წულუკიანი - პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომლებითაც კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების შეწყალება გააადვილა

     საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.
თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ცვლილებები საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი სახელმწიფოს რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება.
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო არ დაზიანდეს. სხვა მხრივ, მეც, როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები - რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს”, – განაცხადა წულუკიანმა.