ინგლისი და აშშ ერებს, რომლებიც ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, ულტიმატუმს უყენებდნენ: ნებაყოფლობით აღიარეთ ჩვენი ბატონობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გარდაუვალია! - ალექსანდრე ჭაჭია
საზოგადოება
ინგლისი და აშშ ერებს, რომლებიც ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, ულტიმატუმს უყენებდნენ: ნებაყოფლობით აღიარეთ ჩვენი ბატონობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გარდაუვალია! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭიამ გაიხსენა, რომ 1946 წლის 5 მარტს ჩერჩილის მიერ ფულტონში წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, რომელიც „ცივი ომის“ დასაწყისად იქცა, მან ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხების ძმური ასოციაციის შექმნის წინადადება შემოიტანა. „მაშინ სტალინმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა:
„ჰიტლერმა ომის გაჩაღების საქმე იმით დაიწყო, რომ რასობრივი თეორია გამოაცხადა, ანუ განაცხადა, რომ მხოლოდ გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები წარმოადგენენ სრულფასოვან ერს. ბატონი ჩერჩილიც ომის გაჩაღებას რასობრივი თეორიით იწყებს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ერები არიან სრულფასოვანი ერები, რომლებიც მოწოდებულნი არიან, მთელი მსოფლიოს ბედი გადაწყვიტონ. გერმანულმა რასობრივმა თეორიამ ჰიტლერი და მისი მეგობრები მიიყვანა დასკვნამდე, რომ გერმანელები, როგორც ერთადერთი სრულფასოვანი ერი, სხვა ერებზე უნდა ბატონობდნენ...“
ჩერჩილი და მისი მეგობრები ინგლისსა და აშშ-ში ერებს, რომლებიც ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, რაღაც ულტიმატუმის მაგვარს უყენებდნენ: ნებაყოფლობით აღიარეთ ჩვენი ბატონობა, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გარდაუვალია!“, -
განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.