ერების ერთი ჯგუფი ისევ ცხადდება მთავარ ჯგუფად, რომელიც მსოფლიო განვითარების სვლას განსაზღვრავს, მაშინ - არიელები, დღეს - ანგლოსაქსები! - ალექსანდრე ჭაჭია
საზოგადოება
ერების ერთი ჯგუფი ისევ ცხადდება მთავარ ჯგუფად, რომელიც მსოფლიო განვითარების სვლას განსაზღვრავს, მაშინ - არიელები, დღეს - ანგლოსაქსები! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
„ნეტავ თანამედროვე ევროპელებმა თავიანთი რეალური ისტორია იცოდნენ და ახსოვდეთ! - სინანულით აღნიშნა ჭაჭიამ თავის გამოსვლაში. - ისტორია მეორდება. კვლავ ერთი მსოფლიო ძალა ისწრაფვის, მთელ დედამიწაზე ბედის განმსაზღვრელი გახდეს. კვლავ ერთი იდეოლოგია ცხადდება ერთადერთ სწორ იდეოლოგიად. მაშინ ფაშიზმი და ნაციზმი, დღეს - ლიბერალიზმი. მისი დანერგვისთვის ყველა მეთოდი დასაშვებია, შეიარაღებული თავდასხმიდან „ფერად რევოლუციებამდე“ „მეხუთე კოლონებზე“ დაყრდნობით, რომლებიც ისევ ყველგან არიან. ერების ერთი ჯგუფი ისევ ცხადდება მთავარ ჯგუფად, რომელიც მსოფლიო განვითარების სვლას განსაზღვრავს, მაშინ - არიელები, დღეს - ანგლოსაქსები!“, - განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.