მხოლოდ რუსეთს ძალუძს ჩვენი საერთო ისტორიის, ჩვენი მამა-პაპათა პატივისა და ღირსების დაცვა! - ალექსანდრე ჭაჭია
პოლიტიკა
მხოლოდ რუსეთს ძალუძს ჩვენი საერთო ისტორიის, ჩვენი მამა-პაპათა პატივისა და ღირსების დაცვა! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭიამ საბჭოთა კავშირში პარტიზანულ მოძრაობასა და ვიეტნამელ პატრიოტებს შორის მსგავსება იპოვა. როგორც ჰიტლერელები წვავდნენ საბჭოთა სოფლებს, მასობრივად ანადგურებდნენ საბჭოთა მოსახლეობას, ისე ამერიკელები ნაპალმით ბუგავდნენ ვიეტნამურ სოფლებს, ცოცხლად წვავდნენ ბვშვებს, ქალებს, მოხუცებს: „2 მილიონი ადამიანი დახოცეს...დღეს მათ ძალზე აღელვებს სირიის რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრების ბედი, რომლებიც ქიმიური თავდასხმისგან „დაზარალდნენ“. და მზად არიან, „სამართლიანი შურისძიების“ სახით სირია მიწის პირისგან აღგავონ... მახსენდება ამერიკელი ოფიცერი, რომელიც ვიეტნამის ომზე ამბობდა:“მე ამ სოფლის მცხოვრებნი დავხოცე, რათა ისინი კომუნიზმისგან მეხსნა“. დღეს ისინი მზად არიან, სირიელები დახოცონ, რათა ასადის რეჟიმისგან იხსნან!
ამბობენ, რომ ისტორია არაფერს ასწავლის. და რისი სწავლება შეუძლია გაყალბებულ ისტორიას?! ფანტასტიკითა და ინსინუაციებით სავსე ისტორიას?! როგორ ისტორიაზე ჩამოყალიბდება ახალგაზრდა ევროპელთა მსოფლმხედველობა, თუკი მათ არწმუნებენ, რომ ნაციზმი და კომუნიზმი, საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია, ჰიტლერი და სტალინი, ანტიპოდები მსოფლიო ისტორიაში - თანაბარი სიდიდის ბოროტებაა?! როგორ ისტორიას ისწავლის პოლონელი ან ლიტველი ბიჭუნა, რომელიც ხედავს, როგორ იღებენ საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლს და ამბობენ, რომ ის მტერი, დამპყრობელი, ოკუპანტია?! როგორ ისტორიას ასწავლიან ჩვენი პოსტსაბჭოთა ქვეყნების სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში?!
სხვათაშორის, რუსეთშიც, რაც განსაკუთრებით საშიშია! იმიტომ რომ მხოლოდ რუსეთს ძალუძს, დაიცვას ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი მამებისა და პაპების - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი, ყველაზე დიადი და ყველაზე სამართლიანი ომის გმირების პატივი და ღირსება!“,
- განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.