პოლიტიკა
მეორე მსოფლიო ომში ევროპული ქვეყნების დანაკარგების 86% - ჰიტლერული არმიის შემადგენლობაში დაღუპულები არიან! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭიამ, კერძოდ, წაიკითხა ნაწყვეტი გერმანელი ოფიცრის დღიურიდან, რომელიც 1940-42 წლებში ოკუპირებულ საფრანგეთში მსახურობდა, შემდეგ კი აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლეს: „თუკი დღიურების ფრანგულ ნაწილში ის მსჯელობს არიული სულის, გერმანული იარაღის დიად მისიაზე, აღწერს თავის გასტრონომიულ მიდრეკილებებს, რესტორნებში, კაფეებში, თეატრებში სიარულს, სასიყვარულო თავგადასავლებს, მშვიდი, მაძღარი, უშფოთველი ცხოვრების ყველა მხარეს, დღიურის მეორე ნაწილში ყოველი სიტყვის მიღმა შიშია, სიკვდილის ცხოველური შიში, სასოწარკვეთილება, ელდა, არავითარი გერმანული იარაღის გამარჯვების რწმენა. სწორედ მტრის ეს დემორალიზება პარტიზანული მოძრაობის უდიდესი დამსახურება იყო.
ვიმეორებ, არსად ევროპაში მსგავსიც არაფერი ყოფილა. რა თქმა უნდა, იყვნენ ევროპელი პატრიოტები, ფაშისტური უღელის წინააღმდეგ მებრძოლნი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომში ევროპული ქვეყნების დანაკარგების 86% - ჰიტლერული არმიის შემადგენლობაში დაღუპულები არიან! თითქმის ყველა საბჭოთა ფილმში ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ყოველთვის იბრძოდა ფრანგი, ჩეხი ან პოლონელი. მაგრამ დღეს ჩვენი მამებისა და პაპების მიერ ფაშისტური ტყვეობიდან გათავისუფლებული ევროპელები საბჭოთა კავშირს ფაშისტური გერმანიის თანასწორ აგრესორად აცხადებენ, ნაციზმისა და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ!“,
- აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.