პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა ხალხის წმინდათაწმინდა ვალია - რუსეთის ხელმძღვანელობას, რუს ხალხს მხარი დაუჭიროს იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი ახალ მსოფლიო ბოროტებასთან აწარმოებენ! - ალექსანდრე ჭაჭია
აქტუალური
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა ხალხის წმინდათაწმინდა ვალია - რუსეთის ხელმძღვანელობას, რუს ხალხს მხარი დაუჭიროს იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი ახალ მსოფლიო ბოროტებასთან აწარმოებენ! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
თავისი გამოსვლის დასასრულ ალექსანდრე ჭაჭიამ, კერძოდ, განაცხადა: „ახლა ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხის, უპირველესად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველა ხალხის წმინდათაწმინდა ვალია - რუსეთის ხელმძღვანელობას, რუს ხალხს მხარი დაუჭიროს იმ ბრძოლაში, რომელსაც ისინი უკვე აწარმოებენ ახალ მსოფლიო ბოროტებასთან! ეს ჩვენი წმინდათაწმინდა ვალია ჩვენი საერთო ისტორიის, ჩვენი ხალხების მომავლის, იმ, გერმანულ ფაშიზმთან მებრძოლი ჩვენი მამებისა და პაპების ხსოვნის წინაშე!
თუ უახლოეს წლებში არ ჩამოყალიბდება მსოფლიო ძალის ახალი სრულფასოვანი თვითკმარი ცენტრი, რომელიც ევრაზიის ხალხებს ერთ მუშტად გააერთიანებს, მაშინ ყველა ჩვენგანს ის მომავალი ელოდება, რომელიც ჩვენს ხალხებს ჰიტლერმა გაუმზადა და რომლისგანაც ჩვენ, ჩვენთან ერთად კი მთელი კაცობრიობა ერთიანმა საბჭოთა ხალხმა იხსნა 73 წლის წინ ბრძოლის ველებზე გმირობითაც, გმირული პარტიზანული ბრძოლითაც, ქარხნის საამქროებში თავგანწირული შრომითაც. მარადიული ხსოვნა და მადლიერება მას ამისათვის!“, -
განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.