აქტუალური
თითოეული ქვეყანა, რომელიც დღეს ამერიკულ აგრესიას ემხრობა, ფიქრობს, რომ მისი ჯერი არ დადგება - ასევე ფიქრობდნენ მათი წინამორბედები, როდესაც სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჰიტლერის აგრესიას მხარს უჭერდნენ! - ალექსანდრე ჭაჭია

     საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიანსკში, გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმზე რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა. მისმა გამოსვლამ ფორუმის მონაწილეთა უზარმაზარი ინტერესი და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომლებიც მას შემდეგაც არ შემწყდარა, როცა ჭაჭია ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დარბაზში თავისი ადგილი დაიკავა.
ალექსანდრე ჭაჭიამ, კერძოდ, განაცხადა: „პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ფუფუნებით ცხოვრებისთვის ყველას არ ეყოფა. ამიტომ დასავლეთის მიზანია - არ დაუშვას ქვეყნებისა და ხალხების დიდი რაოდენობის განვითარება! როგორც კი ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთს თავის რესურსებზე წვდომას უზღუდავს და საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ მათ გამოყენებას ცდილობს, ის მყისვე არადემოკრატიულად, დიქტატორულად, ანტიადამიანურად ცხადდება და იქ ბომბდამშენები მიფრინავენ! მოსახლეობის ნაწილს, უბრალოდ, ხოცავენ, დანარჩენებს შუა საუკუნეებში, ქაოსში, შინაომებში, ეროვნებათა და რელიგიათაშორის ხოცვა-ჟლეტაში გადაისვრიან...
იქ არანაირი განვითარება აღარ იქნება. ჩვენ თვალწინ ეს უკვე მთელ რიგ ქვეყნებში მოხდა, ასე გაგრძელდება შემდგომშიც. როდესაც (და თუ) ეს ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება, ყველა ლამაზ ლოზუნგს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე შორს მოისვრიან, დაწესდება ახალი ერთიანი მსოფლიო ფაშისტური დიქტატურა, რომელიც გადაწყვეტს - რომელი ხალხი დაიღუპოს, რომელმა იშიმშილოს, რომელი კი მონური შრომით დაკავდეს მისთვის განკუთვნილ სფეროში!
კაცობრიობა, რომელმაც თავისი ისტორია, მე-20 საუკუნის ისტორია დაივიწყა, ამ ახალი წესრიგის დამყარებას არ ეწინააღმდეგება. თითოეული ქვეყანა, რომელიც დღეს ამერიკულ აგრესიას ემხრობა, ფიქრობს, რომ მისი ჯერი არ დადგება - ასევე ფიქრობდნენ მათი წინამორბედები, როდესაც სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჰიტლერის აგრესიას მხარს უჭერდნენ. და საბედნიეროდ, რუსეთის ხელისუფლება დღეს ევროპაში ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც მოახლოებული კატასტროფის სახიფათობისა და მასშტაბის შეფასება, აგრესიასთან შეწინააღმდეგება შეუძლია“, -
განაცხადა, კერძოდ, თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.

დაწვრილებით წაიკითხეთ „Брянские новости“-ში
საქინფორმი განაგრძობს ფორუმიდან ექსკლუზიური მასალების მკითხველისთვის გაცნობას.