სამართალი
საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება, ეს ეხება პრემიერ-მინისტრსაც - ზვიად კვაჭანტირაძე

     საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი წელიაროცა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მიდიოდა, ეს არ იყო პარტიის სურვილი. პირველივე დღიდან გიორგი კვირიკაშვილი სთავაზობდა, რომ პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებულიყო და მან ეს გადაწყვეტილება ეხლა მიიღო. ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკაში ჩაერთვება. გარწმუნებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება, ეს ეხება პრემიერ-მინისტრსაც“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომლის თქმით, საკადრო ცვლილებები პარლამენტშიც არ არის მოსალოდნელი“.