აქტუალური
ზურაბ აბაშიძემ მარია ზახაროვას განცხადებას პროვოკაცია უწოდა: ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე!

     საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მარია ზახაროვას განცხადებას პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ამ თემაზე მსჯელობა აბაშიძე-კარასინის მორიგ რაუნდზე გაიმართება.

როდესაც 2012 წელსქართული ოცნებისმთავრობამ გამოავლინა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრიზისიდან გამოსვლაში დაინტერესება, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზაციის პროცესი და ამ წლების განმავლობაში მან ყველასათვის ცნობილი დადებითი შედეგები მოიტანა. კერძოდ, აღდგა და ბევრად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგენილია საავიაციო და მიწისზედა სატრანსპორტო მიმოსვლა, მოიხსნა 2006 წლიდან მოქმედი შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსასვლელი ვიზების გაცემაზე, აქტიურად ვითარდება საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული კონტაქტები.
ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი არა მხოლოდ გაჩნდა, არამედ წარმატებით განხორციელდა. ეს საქართველოში და, განსაკუთრებით, მის საზღვრებს გარეთ ყველას როდი მოსწონს. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების მოწინააღმდეგეებიტატუნაშვილის საქმესჩაეჭიდნენ. მაგრამ, ამ დასანანი ინციდენტის ირგვლივ საკმაოდ ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობის უკან დახევა არ გამოუვიდათ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამტატუნაშვილის საქმეპირდაპირ სამხრეთ ოსეთთან უნდა განიხილოს.
ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარე რამენაირად აირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ რუსეთთან არანაირ კომპრომისულ ნაბიჯებს არ ვდგამთ ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენი ფორმატი ითვალისწინებს უფრო პრაქტიკული საკითხების განხილვას, მაგრამ ჩვენ იქ არ გავურბივართ, ჩვენი მხრიდან რთული საკითხების წამოჭრას, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას, - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს.