პოლიტიკა
ოფიციალურმა თბილისმა, ბოლოს და ბოლოს, აღიარა აშკარა ფაქტი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და, ყოველგვარი სიკეთეების უხვი დაპირების მიუხედავად, არც სურთ, რომ გახდნენ - მარია ზახაროვა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. „თბილისმა ახლა მორიგი „მშვიდობიანი ინიციატივა“ დააანონსა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. დოკუმენტის ტექსტში საგანგებოდ არის აღნიშნული: რეკლამირებულ შეღავათიან ქართულ პროგრამებში მონაწილეობა აფხაზებისა და სამხრეთელი ოსებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადასტურებას ან მიღებას არ ნიშნავს. ამით, ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურმა თბილისმა აღიარა აშკარა ფაქტი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი თავს საქართველოს მოქალაქეებად არ მიიჩნევენ და, ყოველგვარი სიკეთეების უხვი დაპირების მიუხედავად, არც სურთ, რომ გახდნენ.
...თბილისის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ფურცლები აჭრელებულია სამხრეთელი ოსებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ტოპონიმით „ცხინვალის რეგიონი“. გასაკვირი არ არის, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა უკვე გამოხატეს მიუღებლობა ამ ინიციატივის მიმართ. აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის სურვილის არქონას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საქართველოს პოლიტიკურ კლასში. „ძმური სიყვარულისა და შერიგების შესახებ“ ლამაზი დეკლარაციების მიღმა მუდმივად გამოსჭვივის მტრული განწყობა. საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლების ორგანოებს კვლავაც „საოკუპაციო რეჟიმებს“ უწოდებს, უცხოელ პარტნიორებს აქეზებს, რესპუბლიკების სავიზო ბლოკადა გაამკაცრონ, ისტერიკას მართავს ევროპულ ქვეყნებში რესპუბლიკების ნებისმიერი კულტურულ-ჰუმანიტარული აქციის გამო, თუნდაც საქმე ეხებოდეს, ვთქვათ, პეიზაჟების ფოტოგამოფენას, შლის სპორტულ შეჯიბრებებს, თუკი მათში შემთხვევით აფხაზეთის წარმომადგენელი მონაწილეობს“,
- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეარხ „Дождь“-თან ინტერვიუში.