აქტუალური
„ადამიანს, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს“ - დავით ჭიჭინაძე გუგული მაღრაძეს პასუხობს

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ადამიან, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძე თავის კოლეგა გუგული მაღრაძეზე გააკეთა, კონკრეტულად, დეპუტატებისთვის ქცევის კოდექსის შექმნის კონტექსტში, რასაც დეპუტატების ნაწილი და მათ შორის გუგული მაღრაძე ეთანხმება.
რაღა დროს ახლა კოდექსებით საუბარია? მე პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მასწავლიდნენ, კოვზი არ დაიჭირო მარცხენა ხელში, უზრდელობაა შვილოო, დაიჭირე მარჯვენა ხელში, თავი არ ჩაყო თეფშში - თუ ვიღაცას ამის გადმოტანა უნდა პოლიტიკაში, სად, როგორ მოვიქცეთ: არ დავამთქნაროთ, არ ჩავყვინთოთ, კანონის მიხედვით რომ არ შეიძლება, ჩაგვეძინოს, კი ბატონო, - აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ისინი კიდევ ერთხელ მოიხსენია კოლექტიურ ზარდიაშვილებად.