პოლიტიკა
სამწუხაროდ, დავით აღმაშენებელი არ გვყავს - „ქართული ოცნების“ „ძველ“ და „ახალ“ სახეებს შორის დაპირისპირებაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.
დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირობები იქნება წამოყენებული, გუნდში მოლაპარაკება ვერ შედგება.
მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, რომ დისციპლინა ვიღაცებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაცა წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავგასულობამ გამაკეთებინა. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელსქართული ოცნებიდანდავდიოდით და მოსახლეობასთან პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა. ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არ მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ყველა პრობლემაზე ისაუბრებენ.
მისივე თქმით, ყველა საკითხი უნდა მოგვარდეს, რომელიც პროცესების შედეგზე ორიენტირებულობას უშლის ხელს.
ამ განწყობით მივდივართ. ყველა საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც ხელს უშლის, რომ პროცესები შედეგზე იყოს ორიენტირებული. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ამომრჩეველს უნდა. საუბარი აქეთკენ უნდა წავიდეს. თუ ვინმე გამწვავებას შეეცდება, მას მოეთხოვება კიდეც. ახლებს და ძველებს არ ვყოფ, ეს არ არის არც ახლებსა და ძველებს შორის პრობლემა და არც ასაკობრივი. პრობლემები არის, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ. ის წერტილი და მიზნები უნდა მოვნახოთ, რომელიც გვაერთიანებს და არაგვყოფს. პირადი სარგებელისთვის არ ვიბრძვი, მინდა, მდგომარეობა გაჯანსაღდეს”, – განაცხადა დეპუტატმა.
კითხვას – უმრავლესობის სხდომა იქნება თუ არა ერთგვარად რუის-ურბნისის კრება, ქანთარია რიტორიკული კითხვითვე პასუხობს. გამოჩნდება, ვინ არის ერთგული და ვის უფრო უყვარს მამული. ვინ იქნება დავით აღმაშენებელი? – სამწუხაროდ, არ გვყავს”, – აღნიშნა ქანთარიამ.