პოლიტიკა
სირია ებრძოდა „ალ-კაიდას“, ებრძოდა ისლამურ სახელმწიფოს და ახლა ყველა ეს ადამიანი აშშ-ს დასწყევლის! - ალექს ჯონსი

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „თქვენ - ლიბერალი ფაშისტები - მხარს უჭერთ ამ ნაბიჯს, რომელსაც შეუძლია, მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს! და რუსები ამ დროს თეთრი რაინდებივით გამოჩნდებიან!“, - ასეთი რეაქცია ჰქონდა ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ალექს ჯონსს სირიაზე აშშ-ის სარაკეტო დარტყმაზე.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის შეიარაღებულ ძალებს სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო-საბომბო დარტყმის განხორციელება უბრძანა. ამან ააღელვა მის მომხრეთა რიგები, რომლებიც უკმაყოფილო არიან იმ ფაქტით, რომ მისი მოქმედება მორიგჯერ იწვევს მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს. რა უნდა ითქვას უბრალო ელექტორატზე, როცა ის ისეთმა ერთგულმა მომხრეებმაც კი უარყვეს, როგორიცაა ამერიკელი ჟურნალისტი ალექს ჯონსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს 2016 წლის არჩევნებზე და სირიის ავიაბაზა აშ-შარიათზე შარშანდელი ავიადარტყმაც აპატია.

„სირია ებრძოდა „ალ-კაიდას“, ებრძოდა ისლამურ სახელმწიფოს და ახლა ყველა ეს ადამიანი აშშ-ს დასწყევლის! და თქვენ - ლიბერალი ფაშისტები - მხარს უჭერთ ამ ნაბიჯს, რომელსაც შეუძლია, მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს! ყველა სერიოზული ანალიტიკოსი თანხმდება, რომ ამან, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, და რუსები ამ დროს თეთრი რაინდებივით გამოჩნდებიან! ყველამ იცის, რომ ქიმიური თავდასხმების უკან „ალ-კაიდა“ და ისლამური სახელმწიფო იდგნენ“, - აღშფოთებით განაცხადა ალექს ჯონსმა პირდაპირ ტელეეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე.