არნო ხიდირბეგიშილი: „ციანიდის საქმე“ გრძელდება და „ქართული მარშის“ წევრების დაპატიმრება ამის საუკეთესო დასტურია!
პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშილი: „ციანიდის საქმე“ გრძელდება და „ქართული მარშის“ წევრების დაპატიმრება ამის საუკეთესო დასტურია!

     „ულტრანაციონალისტური, ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ქართული მარშის“ ჯგუფური ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა, რასაც ფიზიკური ძალადობა, სხვისი ქონების დაზიანება და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მოჰყვა“ - თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც უკიდურესი გაოცებით ვხედავთ, რომ ქართული და რუსული მედია ერთნაირად ტენდენციურად გადმოსცემენ ინფორმაციას 19 მარტს „რუსთავი 2“-თან მომხდარ ინციდენტზე. მიუხედავად ამისა, რუსოფობიით დაავადებული „რუსთავი 2“ „ქართულ მარშს“ „პრორუსულ, რუსეთის მიერ დაფინანსებულ ძალას“ უწოდებს. ასეა თუ ისე, მოძრაობის შვიდ დაპატიმრებულ წევრს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, სამართალდარღვევა ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლისად გადაკვალიფიცირდა და მათ 5-წლიან პატიმრობამდე სასჯელი ემუქრება.

სინამდვილეში ეს გახლდათ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ამერიკული (CIA) და ბრიტანული (SIS) დაზვერვების „ციანიდის საქმედ“ წოდებული მრავალმიზნიანი და მრავალსვლიანი ოპერაციის გაგრძელება, რომლის ამოცანაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წინამძღოლის დისკრედიტაცია, ილია მეორის ლიკვიდაცია და იმედგაცრუებული მრევლის დაშლა. ხოლო ზეამოცანა - მართლმადიდებლობის, როგორც რელიგიის დისკრედიტაცია და მართლმადიდებელ საქართველოსა და ერთმორწმუნე რუსეთს შორის უკანასკნელი ხიდის ლიკვიდაცია.

ოპერაცია „ციანიდის საქმის“ პიარკამპანია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაავალეს, რადგან იქ თავშეყრილმა გეიკომპანიამ ვაშინგტონის იმედები სრულად გაამართლა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა საქართველოში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება გააფორმა, როგორც „გამარჯვებული ხალხის ხავერდოვანი ვარდების რევოლუცია იდეალისტი სააკაშვილისა და მისი პარტია „ნაცმოძრაობის“ მეთაურობით“, და ხმა არ ამოუღია იმ დღეებში ნაციონალების ზონდერჯგუფების მიერ ნაცემ, დაჭრილ და დახოცილ ადამიანებზე.

საქართველოში „ლიბერალური ღირებულებების“ მთავარი პროპაგანდისტი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უკანონო მფლობელს - სააკაშვილს ვერ ჩამოართვა, აშშ-ის ელჩების ექსკლუზიური მფარველობის ქვეშ იმყოფება და აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია მაღალი ინტელექტის, კრეატიული თანამედროვე აზროვნების, პიროვნების თავისუფლებისა და დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების ნიშანია. საქართველოში ყველაზე მდიდარი და მძლავრი შესაძლებლობების მქონე მედია მოსახლეობას უნერგავს სტერეოტიპს, რომ ილია მეორე, როდესაც ქადაგებებში იმეორებს, რომ „ღმერთი სიყვარულია და მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს“, ერთნაირსქესიან სიყვარულს გულისხმობს - აქაოდა, საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება, როდესაც მართლმადიდებელი ჰეტეროსექსუალური უმრავლესობა ჰომოსექსუალურ უმცირესობას „ტოლერანტულად“ შეიყვარებს და ძმები - ძმებთან, დები კი დებთან „კოჰაბიტაციას“ დაიწყებენო... ყველა, ვინც ამას არ ეთანხმება, ავტომატურად ცხადდება „სამშობლოს მოღალატეებად“, „კრემლის აგენტებად“, „რუსულ ნარატივად“ და „რუსეთის რბილ ძალად“, ხოლო მათი მშობლები - „სოვოკებად“, „ბნელი საბჭოთა წარსულის გადმონაშთებად, რომლებიც უნიტაზში არიან ჩასარეცხები“.
„რუსთავი 2“-ის მთავარი სახეები - გეიდირექტორი ნიკა გვარამია და ტელეშემყვანი გიორგი გაბუნია - ამაყობენ თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციით, ამიტომ ამ წყვილს დამატებითი სტიმული აქვს, ანგარიში გაუსწოროს ქართულ ეკლესიას და „ქართულ მარშს“, რომლის ზეწოლით პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ „ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“, ანუ საქართველოში ერთნაირსქესიანი ქორწინების რეგისტრაცია აკრძალა.

შეხედეთ ამ მკრეხელობას: ზემოთ, ამ პუბლიკაციის მთავარ ფოტოზე - გვარამიაა მღვდლის ანაფორაში გულის ჯვრით. ფოტო თავად გვარამიამ დადო ფეისბუქში 2017 წლის 20 თებერვალს - 10 დღეში მას შემდეგ, რაც 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააპატიმრეს, რომელიც კალიუმის ციანიდით მიფრინავდა სამკურნალოდ გერმანიაში მყოფ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. ეს ფაქტი შემთხვევით როდი აღვნიშნე 2017 წლის 24 თებერვალს ჩემს პუბლიკაციაში და იმავე დღეს - ტელეარხ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში - ეს იყო საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ პიარკამპანიის დაწყების სიგნალი - ანტურაჟი ზემოთ ნახსენები ოპერაცია „ციანიდის საქმისთვის“. პროფესიულად დაგეგმილი, უამრავი ერთად თავმოყრილი დაცალკევებული ფაქტით, რომლებიც ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს ტოვებს, რათა ამ საქმიდან სუფთა ვერავინ გამოვიდეს!

თავდაპირველად „რუსთავი 2“ ქართული სპეცსამსახურების ამერიკელი მრჩევლების მიერ მისთვის გადაცემული ექსკლუზიური მასალების ტირაჟირებას ახდენდა „საუკუნის ვერშემდგარი მოწამვლის“ პერიპეტიების შესახებ - ილია მეორის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მმართველის დეკანოზ გიორგი მამალაძის, პატრიარქის ღვიძლი ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის დიმიტრი შიოლაშვილის სიძის - პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის და სხვა მაღალი წოდების პირთა მონაწილეობით.

როდესაც ამ ვერსიიდან ყველაფერი გამოწურა, „რუსთავი 2“-მა ტაქტიკა რადიკალურად შეიცვალა და დეკანოზი მამალაძე გამოაცხადა „უმანკო კრავად, რომელიც იმისთვის იტანჯება, რომ ქართული ეკლესიის მაღალი იერარქების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქურდობაში დადანაშაულება გაბედა“. გვარამია 2018 წლის 13 მარტს დეკანოზ მამალაძეს ციხეში მოინახულებს და მისი ახალი ოფიციალური ადვოკატი ხდება, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.

15 მარტს, ილია მეორესთან აუდიენციაზე, გვარამია უწმინდესს აშანტაჟებს - ან პატრიარქი პრეზიდენტ მარგველაშვილს მამალაძის შეწყალებას სთხოვს, ანდა ის, გვარამია, იერარქების და პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მამალაძისაგან მიღებულ სკანდალურ კომპრომატს გაავრცელებს და სტრასბურგის სასამართლოში იჩივლებს! (იმ სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაბლოკა და „რუსთავი 2“ კანონიერი მფლობელისთვის არ დააბრუნებინა...)

იმავე საღამოს, 15 მარტს, „არჩევანის“ ეთერში გვარამია პატრიარქთან თავისი ვიზიტის კომენტარს სრულიად სხვაგვარ, მისთვის ხელსაყრელ ტონალობაში აკეთებს და სიმართლესთან მისამსგავსებლად ტყუილს ყალბი პანეგირიკებით აზავებს ილია მეორის მისამართით, რომელიც „ძალიან უყვარს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედოა და, როგორც ყოველთვის, ბასრი, ნათელი გონება აქვს“. შემდეგ მთელ საქართველოს შოკში აგდებს განცხადებით, რომ ის, გვარამია, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია“ (?!).

იმავე დღეს, 15 მარტს, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ პიარკამპანიაში ერთვება „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს, რომ „საპატრიარქო ხელისუფლებას შეეზარდა და ქრთამის სახით ბიუჯეტიდან 25 მილიონს იღებს“, რომ „საპატრიარქო ხელისუფლების წინაშე ხელგაწვდილი დგას, ხელისუფლება კი ამას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“, რომ „ხელისუფლებასთან შეზრდილმა საპატრიარქომ „ციანიდის საქმეში“ ადამიანი გაწირა, იმიტომ რომ საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს, არ გაახმაუროს ის პრობლემები, რომლებიც „ციანიდის საქმემ“ გამოავლინა“. და ა.შ.
მეორე დღესვე, 16 მარტს, ამას საპატრიარქოს და საქინფორმის საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

18 მარტს გაბუნია „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში რეკლამას უკეთებს განდონების კომპანია Aiisa-ს, რომელიც საქართველოში პირველი აწარმოებს შოკოლადის გემოიან პრეზერვატივებს, რომელთა შეფუთვაზე გამოსახული არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი, მონუმენტი „ქართლის დედა“, რომელიც მთელ მსოფლიოში თბილისის სავიზიტო ბარათად არის ცნობილი, აგრეთვე ლენინი, სტალინი და პუტინი, ორაზროვანი ამორალური წარწერების თანხლებით.
საპატრიარქომ
თავის მორიგ განცხადებაში ეს ფაქტი დაგმო, მაგრამ კომპანია Aiisa ვალში არ დარჩა და ცინიკური განცხადებით უპასუხა, რომელშიც „საპატრიარქოს მადლობას უხდის პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე შეჩერებისთვის“ და „საპატრიარქოსთან შემდგომი თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს“ (?!).

დაბოლოს, იმავე
„პოსტსკრიპტუმის“ ეთერში 18 მარტს გაბუნია უპრეცედენტოდ შეურაცხყოფს საქართველოს მოსახლეობის მართლმადიდებელ უმრავლესობას, როცა აცხადებს, რომ „იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2 ათასი წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო ასე 2-3 წელიწადში აჭარაში და ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ჯვრის დასამზადებლად ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი - ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა ყველა ხე გადარგული. ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია, სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2 ათასი წლის წინ, ან უარესად". „ხუმარა“ გაბუნიამ, რა თქმა უნდა, არ დააზუსტა, რომ მეცენატმა ივანიშვილმა, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის გარდა, სამების საკათედრო ტაძარი ააშენა და ასობით ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთა - მისი ამოცანა ხომ იყო, რაც შეიძლება მტკივნეულად „ეკბინა“ „კრემლის კაცის, „გაზპრომის“ აქციების მფლობელი ოლიგარქისთვის“, რომელმაც გაბუნიას მთავარი უფროსი - სააკაშვილი - საქართველოდან გააგდო!

მეორე დღეს, 19 მარტს, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან მივიდნენ და როდესაც ტელეკომპანიის იურისტის თამთა მურადაშვილის ავტომობილში გაბუნია დაინახეს, ამ მკრეხელობისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. გაბუნიამ ავტომობილის კარები შიგნიდან ჩაკეტა და ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, რაც ტელეკომპანიის სპორტკომენტატორის დავით ერაძის გატეხილი ცხვირით და მურადაშვილის ავტომობილის ჩაჭყლეტილი კაპოტით დამთავრდა. აი, სულ ეს იყო.

ახლა კი მინდა, შევახსენო მოსამართლეებს, რომლებმაც ამ საქმეზე განაჩენი უნდა გამოიტანონ, ასევე საქართველოს გენპროკურორის ყოფილ მოადგილე გვარამიას ერთი კლასიკად ქცეული პრეცედენტი იურისპრუდენციის ისტორიიდან.

ერთხელ გვარამიას „კოლეგამ“ - რუსეთის იმპერიის სენატის სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის ობერ-პროკურორმა, სანკტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლოს პროკურორმა, გამოჩენილმა რუსმა იურისტმა, მოსამართლემ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწემ, ლიტერატორმა, ნამდვილმა საიდუმლო მრჩეველმა, რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრმა, სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა, სისხლის სამართლის დოქტორმა და პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორმა ანატოლი ფიოდორის ძე კონიმ თავს იდო, უსასყიდლოდ დაეცვა მკვლელი - კუზიანი მეშახტე, რომელმაც თავისი ბრიგადირი წერაქვის დარტყმით მოკლა. სასამართლოში გამოსვლისას კონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსამართლეებს და სასამართლოს მხოლოდ შესავალი საქებარი ეპითეტებით მიმართავდა - „უსამართლიანესო მაღალო სასამართლოვ! დიდად პატივცემულო მიუკერძოებელო მოსამართლეებო!“ და მსგავსი, მიუხედავად მოსამართლის დაჟინებული მოწოდებისა, საქმის არსზე გადასულიყო.

წონასწორობიდან საბოლოოდ გამოსულმა მოსამართლემ კონის მძიმე სამელნე გაუქანა, რომელიც, საბედნიეროდ, თავში კი არა, მკერდში მოხვდა და ფრაკი მელნით დაუსვარა. „ო, დიდად პატივცემულო მოსამართლევ! - შესძახა კონიმ, - დღეს მე თქვენ და მაღალ სასამართლოს მხოლოდ გაქებდით, მაგრამ პასუხად თქვენ ჩემი სიცოცხლე ხელყავით! მაშ, რა უნდა ეგრძნო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, როცა წლიდან წლამდე დღეში უამრავჯერ ისმენდა დამამცირებელ დაძახებას „კუზიანო!“, რომლითაც ბრიგადირი მიმართავდა და თანდაყოლილ ფიზიკურ ნაკლს ხაზს უსვამდა?!“.
ამით კონიმ გამოსვლა დაამთავრა. სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტი დამაჯერებლად მიიჩნია და მეშახტე გაამართლეს.

ახლა მე, არნო ხიდირბეგიშვილი, ვთხოვ დიდად პატივცემულ ქართველ მოსამართლეებს, რომლებსაც „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისთვის განაჩენის გამოტანა მოუწევთ, შემდეგი გარემოებები გაითვალისწინონ:

- რა უნდა ეგრძნოთ ახალგაზრდა ქართველ მამაკაცებს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოველდღე უწოდებდა მათ და ქართველი ხალხის უმრავლესობას „კუზიანებს“ - ბნელ კომუნისტურ წარსულში უიმედოდ ჩარჩენილ გადმონაშთებს და რუსი მკვლელი ოკუპანტების დაქირავებულებს? ცინიკურად დასცინოდა ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ოჯახს და მართლმადიდებელ რელიგიას? როცა რყვნიდა ჩვენს შვილებს - გამუდმებით აჩვენებდა მეძავებს და პედერასტებს, ლესბოსელებს და ტრანსგენდერებს - ყველა თოქშოუს მთავარ გმირებს, და ამით ლგბტ- ღირებულებებს წარმოაჩენდა, როგორც განათლებულ დასავლეთში საყოველთაოდ მიღებულ დემოკრატიულ ნორმას?!
მაგალითად, რას აკეთებს წესიერი ქართველი, როცა მას ნანუკა ჟორჟოლიანი ჭკუას ასწავლის? სწორია, უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებს მის დედას და ყოფილ ქმარს - სოდ-ის ყოფილ უფროსს ერეკლე კოდუას, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი დაღუპა, რომელმაც მერაბიშვილისგან ქართველი გმირების - პოლკოვნიკების წკრიალაშვილისა და ოთანაძის „ორი გვამის“ მიტანის ბრძანება მიიღო!

წლიდან წლამდე, დღეში უამრავჯერ ითმენს ქართველი ხალხი საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის დაცინვას თავკუზიანი პროვოკატორების - კვესიტაძისა და ასათიანის, გრიგოლიას, ჯანგირაშვილის და მისი ქმრის ახუსგან! განა გასაკვირია, რომ ახალგაზრდა, თავმოყვარეობაშენარჩუნებული ქართველების ნერვებმა ამას ვერ გაუძლო?! განა ქართველი ხალხის და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ამ ზარალს შეედრება ზარალი ერთი გასისხლიანებული ცხვირის და ჩაჭყლეტილი კაპოტის სახით?! რატომ აიძულებენ ქართველებს, შესძულდეთ საქართველო, რომელიც მალე ერთ დიდ კაზანტიპად გადაიქცევა, სადაც მარტო ბოზები და ბანკირები იგულავებენ?!

- რა უნდა ეგრძნოთ არა „ელიტურ უკანაწამყვან“, არამედ ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალ მართლმადიდებელ ქართველებს, როდესაც გაბუნია დასცინოდა ერთადერთს, რაც მათ დარჩათ - ღვთის რწმენას?! დღეს ყველა მათ წინააღმდეგაა - აშშ-ის კონტროლის ქვეშ მყოფი საქართველოს ბუტაფორიული ხელისუფლებაც, თავად აშშ-ც, ოპოზიციაც, ევროკავშირიც, ნატოც, სტრასბურგის სასამართლოც, არასამთავრობოებიც, „უფლებადამცველებიც“, „სამოქალაქო სექტორიც“, და მასმედიაც! ისინი საპატრიარქომაც კი არ დაიცვა თუნდაც „მორიგე“ განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი კი სასჯელს არა მართლმადიდებელი უმრავლესობის, სახელმწიფო რელიგიისთვის, არამედ მხოლოდ რელიგიური უმცირესობებისთვის მიყენებული ზარალის გამო ითვალისწინებს!

ნუთუ საქართველოში აუცილებლად ნარკომანი უნდა იყო, რომ პრეზიდენტმა დაგიცვას?! ნუთუ საქართველოში აუცილებლად პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტარი უნდა იყო, რომ დაუსჯელად იჩხუბო და იგინო პარლამენტში?! ვინ აზიარებს დუშელ ფარისეველ მარგველაშვილს, ვინ უნდობს ცოდვებს „მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლ“ გვარამიას? ნაცნობია თუ არა მათთვის გულმოწყალება, ქენჯნით თუ არა სინდისი იმის გამო, რომ მაცხოვრისათვის მებრძოლნი აღდგომას ციხეში შეხვდნენ?!

- უდავოა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტის ნებისმიერი შევიწროება დაუშვებელია, მაგრამ პირველმა ვინ დაამკვიდრა მსგავსი სტანდარტები საქართველოში?! შემთხვევით, „რუსთავი 2“-ის უფროსმა მიშა სააკაშვილმა ხომ არა, რომელიც ცნობილია ტელეკომპანიების „იმედის“ და „იბერიის“, გამომცემლობა „სამშობლოს“, გაზეთების „ასავალ-დასავალის“ და „საქართველო და მსოფლიოს“, ათეულობით სხვა ტელეკომპანიისა და რედაქციის დარბევით?! 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის ძალებით ჟურნალისტებთან სისხლიანი ანგარიშსწორებით?! სხვა საკითხია - საერთოდ შეიძლება თუ არა, ჟურნალისტებად ჩაითვალონ „რუსთავი 2“-ის პროპაგანდისტები, რომლებიც ფულს აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ მუხლით „რუსეთისთვის ჰიბრიდულ ომში წინააღმდეგობის გაწევა“?

- უდავოა, რომ გოგონას თანდასწრებით ბიჭისთვის შეურაცხყოფის მიყენება არაკაცურია, მაგრამ „იყო კი ბიჭი“? განა თამთა მურადაშვილის გვერდით მამაკაცი იმყოფებოდა?! მაშინ რატომ არ გადმოვიდა ავტომობილიდან მომხდურებთან, როგორც მამაკაცს შეეფერება?! რატომ არ დაიცვა გაბუნიამ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისი გამოისობით იძულებული იყო, ყველა მხრიდან გინება ესმინა?! განა საკუთარი ნამოქმედარის გამო ბოდიშის მოხდა ცოდვაა?!

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები, ბატონო ქართველო მოსამართლეებო, როდესაც „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისთვის სასჯელს განსაზღვრავთ! ნუ განსჯით მკაცრად ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი გულწრფელობითა და გამოუცდელობით ვერაგ პროვოკაციაზე წამოაგეს! ნებისმიერ წამალს ინსტრუქცია ახლავს, მაგრამ არსებობენ ექიმები, რომლებიც ამ წამლებს მხოლოდ მას შემდეგ ნიშნავენ, რაც დიაგნოზს დასვამენ! გაითვალისწინეთ, რომ ეს - მხოლოდ დასაწყისია, ოპერაცია „ციანიდის საქმე“ გრძელდება და თქვენ კიდევ ბევრი მსგავსი ინციდენტის განხილვა მოგიწევთ!


„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 16 აპრილი
საქართველო, თბილისი

თემაზე ასევე წაიკითხეთ:
პატრიარქმა ილია მეორემ და პრემიერმა კვირიკაშვილმა აღიარეს, რომ საქართველო დაღუპვის პირასაა, მაგრამ მიზეზის დასახელებაზე უარი თქვეს!

ვინ მოიწვევს ახალ რუის-ურბნისის კრებას და იხსნის საქართველოს?