საზოგადოება
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, მაგრამ ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი მოსაზრებები აქვს - იანოშ ჰერმანი

     საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.
მესმის, რომ ეს ფრიდომ ჰაუსისგანსაკუთრებული ანგარიშია, რომელიც ეხება გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს და მოსაზრებებს, მათ შორის ფრიდომ ჰაუსის“. ჯერჯერობით არ მქონდა საშუალება, რომ ანგარიშს სრულად გავცნობოდი, ამიტომ ვერ შევაფასებ.
არის შენიშვნები, რომლებიც ეხება მედიის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას. ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებ აქვს და თქვენ მას კარგად იცნობთ ჩვენი ანგარიშებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის დიალოგი და უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ადამიანის უფლებებსა და სასამართლოს თავისუფლებას... ვერ ვიტყოდი, რომ Freedom House-ის შეშფოთებას ვიზიარებთ, თუმცა მედია და სასამართლო სისტემა ის სფეროებია, რომლებსაც ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ“, – განაცხადა ჰერმანმა.